თენგიზ ცერცვაძე: იქნება Covid-19-ის უფრო მეტი გავრცელება, იქნება ლეტალური შემთხვევები (ვიდეო)

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

“საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, იქნება ლეტალური შემთხვევები” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად