თენგიზ ცერცვაძე: გერმანიამ შეამსუბუქა შეზღუდვები და ბოლო დღეს სამჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

უკავშირდება თუ არა კორონავირუსის შემთხვევების შემცირება საქართველოში სეზონურობას? ამის შესახებ “მაესტროსთან” იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

“საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით მომგებიან მდგომარეობაშია. მოცემულობა საქართველოს გაცილებით უკეთესი აქვს, ძალიან ცოტა ინფიცირებული და ცოტა გარდაცვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ასეული შემთხვევებია, მაინც დაიწყეს შემსუბუქება შეზღუდვების და აქ ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა: სხვა ქვეყნებისგან ჯერ არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ გერმანიამ, რომელიც ეტალონად ითვლება ევროპისთვის და ითვლება, რომ ის ევროპის ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან ყველაზე წარმატებულად უმკლავდება ამ პანდემიას, შეამსუბუქა მთელი რიგი შეზღუდვები და უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეს, სამჯერ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა დღეს.

არავინ იცის, ეს ჯერ ერთჯერადი მოვლენაა თუ გარკვეული კანონზომიერება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ევროპაში ჯერ სეზონურობას ვირუსი არ ამჟღავნებს. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ორივე ფაქტორია: ერთი ის, რომ თავისი შედეგი გამოიღო იმ ზომებმა რომელსაც საქართველოს ვერტიკალი ატარებდა და მეორე შესაძლოა სეზონურობაც.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად