თენგიზ ცერცვაძე: გავრცელებულია კორონავირუსის ახალი შტამი “ლამბდა”, რომელიც ინდურზე არანაკლებ საშიშია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცახდებით,მსოფლიოში გავრცელებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც ლამბდა შტამის სახელწოდება აქვს.

მისივე თქმით, ამ შტამთან დაკავშირებით მწირი ცნობებია, თუმცა ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში, ვირუსი რთულად მიმდინარეობს.

„ლამბდა სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება.

კომენტარები
იტვირთება...