თენგიზ ცერცვაძე: გავერთიანდეთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ ვაქცინა გაიკეთონ, მას ალტერნატივა არ აქვს

გავერთიანდეთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ ვაქცინა გაიკეთონ, მას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ქვეყანამ იბრძოლა და დადო ეფექტიანი გეგმა, მაღალი რისკის ჯგუფებიდან დაბალი რისკის ჯგუფებამდე გაწერილია. გაწერილია ყველაფერი, რომ უსაფრთხო იყოს, მაშინაც კი თუ ვინმეს ალერგიული გართულება განუვითარდება. დარჩა მთავარი, რომ გავაჩაღოთ ფართო საგანმანათლებო პიარ კამპანია. აქ აუცილებელია ერთი რამე – ყველას კატეგორიულად ვთხოვ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება.

პოლიტიკური შეხედულებების თუ სამედიცინო მოსაზრებების გამო. ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა რაც სეიძლება მეტმა გაიკეთოს. საჭიროა, რომ 60-65%-მა გაიკეთოს ვაქცინა. ამას დაემატება 15%-მდე, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ჩვენი მოსახლეობის  80%-მდე ექნებათ იმუნიტეტი, დანარჩენ 20%-მდე ქვეყანა ადვილად მიხედავს.

კიდევ ერთხელ მივმართავ იმ ადამიანებს ვინც მართავენ საპროტესტო აქციებს, არ მართავენ, მაგრამ წუხილს გამოთქვამენ, მათ საყურადღებოდ ვამბობ, ასევე მედიის და ყველას საყურადღებოდ ვამბობ, რომ გავერთიანდეთ და მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ ვაქცინა, დღეს ვაქქცინაციას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად