თენგიზ ცერცვაძე: გაფართოებული ტესტირება სერიოზული ღონისძიებაა, დიდი რიცხვები ნუ შეგვაშინებს

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა უახლოეს დღეებში 20-24 ათასამდე გაიზრდება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით პანდემიის შესაჩერებლად გაფართოებული ტესტირება მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს:

“20-24 ათასამდე გაიზრდება უახლოეს დღეებში ტესტირება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ათი ათასი ტესტირება ვერ მოიცავდა ყველა ინფიცირებულს და როცა ჩვენ ვავლენდით 2-4 ათასს ითვლებოდა, რომ ორი ამდენი რჩებოდა გამოუვლენელი. გამოუვლენელი ყველაზე ცუდია, ის ავრცელებს ინფექციას. გაორმაგებული ტესტირების დროს 100%-ით ისევ ვერ გამოვავლენთ, მაგრამ თუ ვავლენდით 30%-ს ახლა გამოვავლენთ 70%-ს. გაფართოებული ტესტირება ძალიან სერიოზულ ღონისძიებად ითვლება პანდემიის შესაჩერებლად, დიდი რიცხვები ნუ შეგვაშინებს”,  – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად