თენგიზ ცერცვაძე: გადავადება მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და მივიდეთ ვაქცინამდე ან ეფექტურ მედიკამენტამდე

პაციენტების მიღების რაღაც კრიტიკული წერტილი ალბათ ჩვენთანაც არსებობს, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, გადავადების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას ძალების მობილიზაციისთვის მეტი დრო ექნება.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადავადებას, თუ ეს კოვიდი გაგრძელდება ერთი, ორი ან სამი წელი და არ გამოჩნდება არც ვაქცინა და არც მედიკამენტი, მაშინ ალბათ მივალთ საერთო ნიშნულამდე და შესაძლებელია მოხდეს კოლაფსი ჯანდაცვის სისტემის, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება. პაციენტების რაოდენობის რაღაცა კრიტიკული წერტილი ალბათ არსებობს ჩვენთანაც, რომლის დროსაც ეს მოხდება.

გადავადებას აქვს თუ არა მნიშვნელობა? – აქვს. ერთი კვირით გადავადებას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამი თვით გადავადებას აქვს. ვაქცინამდე უნდა მივიდეთ ან ეფექტურ მედიკამენტამდე. თუ ჩვენ ვაქცინამდე მივალთ ეს აბსოლუტურად მისაღები შედეგია, ვიდრე ის თუ ვაქცინამდე მივალთ 20 000 შემთხვევით. როდესაც სიცოცხლისთვის საშიში ეპიდემია უტევს ხოლმე ვაქცინის გამოცდა დაჩქარებული ტემპით მიდის ხოლმე, რაღაც ეტაპებს ტოვებენ, რაც კარგი არ არის, მაგრამ როცა ასეთი ვითარებაა მაშინ ხდება ამის გამოყენება.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მუდმივად წნეხის ქვეშ არის, მათ შორის თქვენი – მასმედიის წნეხის ქვეშ. გადავადების შემთხვევაში კი ძალების მობილიზაციისთვის მას მეტი დრო ექნება. პირობითად თუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს 10 000 პაციენტს და ჩვენ ამას გადავავდებთ 6 თვით, ან კიდევ უკეთესი – 1 წლით, მაშინ მას შეეძლება, რომ ორ იმდენს და სამ იმდენს გაუძლოს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად