თენგიზ ცერცვაძე: ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ(ვიდეო)

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომოანია “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

“ოფიციალური მედიკამენტი, რომელიც განკურნავს კორონავირუსის ასეთი არ არსებობს, არ არის ჯნმ-ოს მიერ რეკომენდირებული. როცა ოფიციალურად რეკომენდირებულია არ არის ისე ხომ არ გავჩერდებით, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებში დაახლოებით 15 მეტი მედიკამენტი იცდება.
ჩვენ, ამ მედიკამენტების ანალიზზე, სხვადასხვა კვლევების შედეგების ანალიზზე, ამას ძალიან დიდი დრო მოვანდომეთ, ვიმუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე რომ ამ 15 მედიკამენტიდან ყველაზე უკეთესი არის „პლაქველინი“ და ყველა ჩვენს სიმპტომურ ავადმყოფს ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა ვაძლევდით ამ მედიკამენტს.
ეს პრეპარატი სასარგებლოა მკურნალობისთვის და არა პროფილაქტიკისთვის. ტყუილად იმარაგებენ ადამიანები ამ მედიკამენტს, შეიძლება აღარასდროს დასჭირდეთ, ჰქონდეთ და ვისაც სჭირდება მათ აღარ ეყოთ. თუ ვინმე ავად გახდება და საავადმყოფოში მივა, თუ დასჭირდა ამას საავადმყოფოში მისცემენ, თანაც უფასოდ და რა საჭიროა წინასწარ მომარაგება?” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად