თენგიზ ცერცვაძე: ერთეული შემთხვევების გარდა პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი არ შემცირებულა და სიკვდილობა ისევ დაბალია

ერთეული შემთხვევების გარდა პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი არ შემცირებულა და სიკვდილობა ისევ დაბალია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“მე მინდა გითხრათ კმაყოფილებით, რომ შემთხვევების მკვეთრის ზრდის მიუხედავად საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენი ამოცანაა, რომ შეზღუდვების გარეშე შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სიკვდილიანობა იყოს ისეთი დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს.

ამას ეძღვნებოდა დღევანდელი შეხვედრა, სადაც დარიგდა მკაფიო მესიჯები, როგორ უნდა გახდეს ეს შესაძლებელი და ის, რომ ადრე კარგად მართავდა ქვეყანა პანდემიას, რადგან იყო მცირე შემთხვევები და ახლა რადგანაც მოიმატა შემთხვევებმა ქვეყანას ვეღარ მართავს მას. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მატება იყო გარდაუვალი, მაგრამ გაზრდის მიუხედავად, ერთეული შემთხვევების გარდა არ შემცირებულა პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი და ისევ ისე დაბალია სიკვდილობის მაჩვენებლი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად