თენგიზ ცერცვაძე: დიდი ტყუილია! რას ქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო ამისთვის მზად?!

„ქვეყანაში ძალიან სერიოზული ვითარებაა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე ამ დღეებში დადგა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მთლიანად ქვეყანა, მარტო ნეგატივი რომ არ წამოვწიოთ წინა ხაზზე და საზოგადოებას არ შეუქმნათ წარმოდგენა, რომ ყველაფერი ცუდად არის, გარდაცვალების პროცენტი დღესაც კი, ყველაზე გაუარესებულ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არის 0.92 %. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში 56 ქვეყნიდან აქვს მხოლოდ 3 თუ 4 ქვეყანას”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

“ის თუ როგორ უმკლავდება ქვეყანას, როცა პანდემია დამარცხდება და დამთავრდება, გაიზომება რამდენი პაციენტი გარდაიცვალა, როგორი იყო დანაკარგი.
არ შეიძლება ადამიანების დათრგუნვა ნეგატიური ინფექციით, აი კატასტროფულად მატებს ჩვენთან ინფექციის რაოდენობა და რომ ჯანდაცვის სისტემა არ იყო ამისთვის მზად – ტყუილია! დიდი ტყუილია! რას ქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო ამისთვის მზად?!
ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად რომ არ ყოფილიყო. იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში, რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალი შემთხვევების 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას? რა თქმა უნდა უმკლავდება, უმკლავდება შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება. ცუდია, როცა მძიმე პაციენტი ერთი- ორი დღე ვერ თავსდება კლინიკაში, მაგრამ, ევროპის წამყვან ქვეყნებში, ორი დღე კიარა, ორი დღე თვე ვერ თავსდებიან პაციენტები.
მე რამდენადაც ვიცი ამერიკის და ევრიპოს სხვა ქვეყანაში კოვიდ სასტუმროები არ გამოიყენება და ჩვენი ოპონენტები ამაზეც სასტიკად გვაკრიტიკებდნენ.
დღეს ყველა აღიარებს მსოფლიოში, რომ ეს არი ერთ-ერთ საუკეთესო მიგნება. სასტუმროების ფენომენი ეს არის ძალიან წარმატებული მიგნება და ნოუ ჰაუ საქართველოში.
მან ძალიან სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენ დღეს გვყავს ევროპაში ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ. სულ გარდაცვლილი გვყავს 10-11 ადამიანი.
საქართველოში გვაქვს წინა პირობა იმისთვის, რომ ეს ცუდი მდგომარეობა რაც შეიძლება ჩქარა დავძლიოთ და კვლავ დავუბრუნდეთ იმ სიტუაციას, როდესაც ჩვენი მოსახლეობა თავს გრძნობდა უსაფრთხოდ და დაცულად”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასატურდათ. ცერცვაძე სტაციონარში გადიოდა მკურნალობის კურს, მისი მეუღლე კი სახლში.
ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე საავადიმყოფოდან გამოწერს და კვლავ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძნობს ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად