თენგიზ ცერცვაძე: დღევანდელი შეზღუდვები სოციალური დისტანცირება და პირბადეა, რა არის ამაში ისეთი, რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია პანდემიის პირობებში, თუმცა, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოსახლეობის პასუხისმგებლობა შემსუბუქებულიყო.

ამის შეასხებ თენგიზ ცერცვაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ყველას შეუძლია იმის თქმა, რომ მოსახლეობას ყელში არ ამოუვიდეს, მაგარამ რა გავაკეთეთ ისეთი რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს? პირიქით, დღევანდელი რეგულაციებია, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირების დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. რა არის ამაში ისეთი რაც შეიძლება მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

ვხედავთ, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა დუნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ადამიანი ვერ იცოცხლებს.

არის მცდელობები და ამ მცდელობების აღსრულება, რომ ყველაფერი მოსახლეობას არ დაბრალდეს. შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ. სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი ტაქტიკაა, რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი არ დაბრალდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად