თენგიზ ცერცვაძე СDC-ის ახალ კვლევაზე: რაც აქამდე ცნობილია, ვირუსი ღია ზედაპირზე მაქსიმუმ 9 დღე რჩება

ასე აფასებს “აიპრესთან” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი Dailymail-ის გამოქვყნებულ СDC-ის ახალ კვლევას, სადაც ნათქვამია რომ კორონავირუსს შეუძლია 17 დღის განმავლობაში გაჩერდეს ზედაპირზე.

როგორც, თენგიზ ცერცვაძემ “აიპრესთან” განაცხადა, მას აღნიშნული კვლევის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. მისი თქმით, აქამდე მის ხელთ არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსს შეუძლია ზედაპირზე მაქსიმუმ 9 დღე დარჩეს:

” ეს კვლევა მე არ მინახავს. აქამდე რაც იყო ცნობილი, ზედაპირზე რჩება 9 დღე, ისიც იშვიათად, 2-3-4-5 დღე, მაქსიმუმი იყო 9 დღე, 17 დღიანი არ მინახავს. აქამდე რა ინფორმაციაც გამოქვეყნდა იყო 9 დღე”-განუცხადა “აიპრესს” თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, როგორგ  Dailymail იუწყება, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსს შეუძლია 17 დღის განმავლობაში გაჩერდეს ზედაპირზე.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: “Coronavirus can survive on a surface for 17 days, says the CDC after traces were found in cabins on infected cruise ship Diamond Princess more than two weeks after passengers left”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად