თენგიზ ცერცვაძე: ჩემი თხოვნა იქნება, ვაქცინაციის საკითხებში იყოს ერთიანი პოზიცია, ქვეყანაში 60-65% უნდა აიცრას

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის საკითხებში ქვეყტანაში ერთიანი პოზიცია უნდა იყოს.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და არამხოლოდ კოვიდვაქცინის დროს, არამედ ყველა ვაქცინისას. თქვენ იცით, რომ ძალიან ძლიერია ანტივაქსერების მოძრაობა. აქ სერიოზული მუშაობა მართებთ ჯანდაცვას, სახელისუფლო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, მათ შორის კოვიდ და არაკოვიდ კლინიკებს, სხვადასხვა ექპერტებს. მოვუწოდებ ყველას, მთელს მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ხშირად შემოდიან ჩვენთან პოლემიკაში სხვადახვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის სტრატეგიებზე. კი ბატონო, შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ვაქცინაციის საკითხებში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41 % ძალიან ცოტაა.

მესმის ვიღაცის ბუნებრივი სკეპტიციზმი, ვიღაცას მოტივი აქვს, რომ ვაქცინა არ გაიკეთოს. ყველა უნდა შევეცადოთ, უთანხმოებები გადავდოთ, აქ ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის, თუ განსხვავებული სამედიცინო შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ ვაქცინა გაიკეთონ. ქვეყანაში სამიზნედ ითვლება 60-65 პროცენტი. თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65 % აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად ასპროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში შემდგომი პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება. ის 20 %, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რამეთუ მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.
ის რისკის ჯგუფები ვისთანაც დაავადება ყველაზემ მეტ საფრთხეს ქმნის, ისინი აცრილი იქნებიან და აუცრელი დარჩელბა მოსახლეობის ის ახალგაზრდა ფენა, სადაც დაავადების რისკები ნაკლებია, “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის მიხედვით, 41% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, 41% აცრაზე უარს ამბობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად