თენგიზ ცერცვაძე: ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი

ახლა ნორმალურად ვარ. ჩემს მეუღლეს ანას თავიდან მსუბუქად ჰქონდა, თუმცა ქონდა სიმპტომები, ყელის ტკივილი, ცხელება. ის ჩემზე უფრო ადრე გამოჯანმრთელდა და ახლა კარგად არის. როგორ დავინფიცირდი ამის გარკვევა შეუძლებელია, რა გასაკვირია როცა ამდენ პაციენტთან მიწევს კონტაქტი და ექიმებთან, რომელთა ნაწილი დაინფიცირებულია. ეს პერიოდი იყო განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ურთიერთობა ჩემი პროფესიაა, ეს ერთგვარი ადრენალინია ჩემთვის, ჩემი პროფესიისთვის. – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

“ხელი ვერ შეუშალა პაციენტებთან ურთიერთობას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა ფაქტმაც, რომ მე ორმაგადა რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდის დამართების შემთხვევაში, ერთი ეს არის ჩემი ხანდაზმული ასაკი – 70 წელს გადაცილებული და მეორე, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება არაჰოჩკინის ლიმკომა და სერიოზული იმუნო დეფიციტი.
თანმხლებ დაავადებებს შორის ეს არის ყველაზე მაღალი რისკის მგდომარეობა. რომლის დროსაც შეიძლება კოვიდი ძალიან აგრესიულად გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მოითხოვდა ჩემგან გავმიჯვნოდი პაციენტებს და გავფრთხილებოდი თავს, მაგრა, ინფექციონისტისთვის ეს შეუძლებელია. ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები.
ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. მაქვს განცდა რომ რემდესივირმა ჩემთან იმუშავა პოზიტიურად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასატურდათ. ცერცვაძე სტაციონარში გადიოდა მკურნალობის კურს, მისი მეუღლე კი სახლში.
ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე საავადიმყოფოდან გამოწერს და კვლავ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძნობს ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად