თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ექიმები თვეში 500 ლარს იღებენ ხელფასს, რა კორუფციაზეა საუბარი? ეს შეურაცხმყოფელია!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ covid19-თან დაკავშირებული კორუფციის თემაზე საუბარი, თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუღებელი და შეურაცხმყოფელი საკითხია.

“ღია კორუფციის ხსენება ჩემთვის იყო შემზარავი. თუნდაც ვარაუდი, ექიმების და სახელისუფლებო ვერტიკალის მიმართ, რომლებმაც თავი გავწირეთ ამ კოვიდისთვის, ჩემი ექიმები 500 ლარს იღებენ და 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ ჰყავთ ავადმყოფები. უნდა ნახოთ როგორ კომბინიზონებით არიან და როგორი მძიმეა. ამის ვარაუდი კი არა გაჟღერებაც კი შეურაცხმყოფელი იყო.

რა ღია კორუფციაზეა საუბარი?! არც ვიცი ამის მექანიზმი, რანაირად უნდა იყოს კორუფცია, უსიმპტომო პაციენტის გატარება? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად