თენგიზ ცერცვაძე: „ბრიტანული შტამი“ საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა-რამდენად მოიკიდა ფეხი, არ ვიცით

“ახალი შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა. რამდენად მოიკიდა ფეხი, არ ვიცით, მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ყველა პაციენტს იმ ახალ შტამზე ვერავინ გასინჯავს, ძალიან რთული მეთოდია, სინჯავენ ამორჩევით, მაგალითად, ყოველ მეათეს, მეასეს, ან ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“რაიმე გადაძაბვა, რაიმე კრიზისი კრიტიკული, რომლის მართვაც ჯანდაცვას უჭირდეს, როგორც ვხედავთ, არ არის. სტაბილური ეპიდსიტუაციაა. შეზღუდვებმა მოიტანა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად