თენგიზ ცერცვაძე: ბრიტანეთში 5 900 კაცი გარდაიცვალა  ჰოსპიტალს გარეთ და ჩვენთან 15-16

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” ჰოსპიტლის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

თენგიზ ცერცვაძემ დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ იქ ჰოსპიტლის გარეთ 600-მდე ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში კი, ასეთი 15-16 შემთხვევაა დაფიქსირებული.

“59 ათასი გარდაცვლილი ჰყავს ინგლისს. ყოველი მეათე, ანუ 10% გარდაიცვალა ჰოსპიტალს გარეთ – სახლში ან თავშესაფარში. კარგია ეს? ვინ ტოვებს მძიმე ავადმყოფებს სახლში ჩვენ თუ ისინი? იქ 5 900 კაცი გარდაიცვალა  ჰოსპიტალს გარეთ და ჩვენთან 15-16. თქვენ მოიყვანეთ 2-3 მაგალითი, რომელიც ტრაგედიაა, მაგრამ რა უფრო დიდი ტრაგედიაა 3 კაცი თუ 3 000? როგორ შეიძლება საქართველოს ეს ჩაუთვალა რაღაც დანაშაულად, შეცდომად”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, რომ გამორიცხულია, მძიმე პაციენტები სახლში რჩებოდნენ, მსუბუქები კი საავადმყოფოებში იყვნენ მოთავსებული.

“ჩვენ რომ 30%-ს ვაწვენთ, ეს მოსახლეობაზე ზრუნვის ნიშანია, ამით ჩვენ ვიტვირთებით, კლინიკური სექტორია გადატვირთული. მაგრამ გამორიცხულია, რომ მძიმეები სახლში რჩებოდნენ და მსუბუქები ჰოსპიტალში. შეიძლება ის ვინც ამ 30%-ში მოხვდა და კლინიკაშია, არ იყოს ძალიან მძიმე, მაგრამ მძიმე ხომ არის? საშუალო სიმძიმის ბევრი მძიმდება. სწრაფად დამძიმება ახასიათებს კოვიდს, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად