თენგიზ ცერცვაძე: ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა, ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპდვითარება გაუარესდა, უკვე 2 000 შემთხვევას გადავაჭარბეთ.

“ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა.

კორონავირუსით სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. რა თქმა უნდა, ინდური შტამი დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბდა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...