თენგიზ ცერცვაძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისს

ამის შესახებ შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ აჭარაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ​ დადებითად შეაფასა აჭარის მთავრობის მუშაობა კოვიდ ინფექციის გავრცელების წინააღდეგ და აღნიშნა, რომ: “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძალიან ეფექტურად უძღვება შექმნილ ვითარებას და მართავს კრიზისს.

მთელ ამ საპასუხისმგებლო ღონისძიებებს აჭარაში საკუთარ თავზე იღებს აჭარის მთავრობა. თორნიკე რიჟვაძე შესანიშნავად უმკლავდება კრიზისმენეჯმენტს. ამ ყველაფერში ჩართულია როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მთელი ჯანდაცვის უწყება. მუდმივად არიან აჭარაში დასახმარებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ხვალ ჩამოდიან ჩვენგან წამყვანი სპეციალისტები, ინფექციონისტები, რათა ბათუმელ კოლეგებთან ერთად მოახდნონ იმ მრავალრიცხოვანი აქტიური შემთხვევების მენეჯმენტი, რასაც აჭარაში აქვს ადგილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად