თენგიზ ცერცვაძე: 79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი, ამაზე მეტის, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა

79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა .ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

„79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, გავრცელებისა და სიკვდილის ახალი შემთხვევების თვალსაზრისით ეპიდემია სწრაფად პროგრესირებს მთელ მსოფლიოში, პირველ რიგში კი ევროპაში და საქართველო ამ მოვლენებიდან მთლიანად ვერ დარჩება გვერდზე.

„ამიტომ, ახლო მომავალში, საქართველოში მოსალოდნელია შემთხვევების მატება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა. ანუ, როდესაც არის შიდა გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული პიროვნება ზუსტად ვერ ასახელებს კონტაქტებს, თუ ვისგან გადაედო დაავადება. ამ სიტუაციაში შემთხვევების მატება გარდაუვალია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად