თენგიზ ცერცვაძე: 2 არჩევნია – ან ხელმეორე ლოკდაუნი, ან შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ, ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ

2 არჩევნია – ან ხელმეორე ლოკდაუნი, ან შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ, ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყველამ ვიცით, როგორია მოცემულობა – ყველგან იმატებს შემთხვევების რაოდენობა. მთელ მსოფლიოში რეკორდები მყარდება. საქართველოშიც მნიშვნელოვნად მატულობს შემთხვევები ბოლო 1 თვის მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო დღეებში და ათასს ასცდა.

ვდგავართ 2 არჩევანის წინაშე – შემოვიღოთ ხელმეორედ ლოკდაუნი, მკაცრი შეზღუდვები თუ მეორე ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა. პირველ შემთხვევაში მართვა იქნება იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის წინაშე დადგება მოსახლეობა. მეორე შემთხვევაში მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება. მხოლოდ ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორზე. მსოფლიოს ქვეყნებმა აირჩია პირველი გზა. ისრაელში ლოკდაუნი გამოცხადდა, იტალიაში, ესპანეთში და სხვა ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოცხადდა.

საქართველომ მოსახლეობის განწყობების, ეკონომიკის და საარჩევნო თავისებურებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდეთ მეორე გზით”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად