თენგიზ ცერცვაძე: 10 წელზე მეტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება

„არ ვიცი კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ “ქართული ოცნების”, კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია. მე მგონია, ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად