თენგიზ ცერცავაძე: თუ შეზღუდვების მოხსნა ბოროტად გამოვიყენეთ, მოსალოდნელია ცუდი სცენარი

“ბევრი მოელის, რომ მდგომარეობა გაუარესდება და ქვეყნები იძულებულები გახდებიან ისევ შეზღუდვებზე გადავიდნენ, რაც ძალიან მტკივნეული იქნება”, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ვერცერთი ქვეყნის საზოგადოება ვეღარ შეხვდება ისე კეთილგანწყობილად, როგორც შეხვდა თავიდან.

“თავიდან ჩვენთანაც ერთიანი იყო საზოგადოება პოზიცია, ოპოზიცია, ახალგაზრდა თუ მოხუცი…მთავრობას პირიქით უკიჟინებდნენ, რომ არასაკმარისად მკაცრ ზომებს იღებთო. თუ ამ გახსნამ გამოიწვია ზრდა სხვა ქვეყნებიც და ჩვენც იძულებულები გავხდებით, რომ ნაწილობრივ მაინც შემოვიღოთ ჩაკეტვები.

თუ ჩვენ შეზღუდვების გახსნა გამოვიყენეთ ბოროტად და გადავარდით მეორე უკიდურესობაში, რომ შეზღუდვები მოიხსნა და რაც დავიკელით აქამდე, ყველაფერი ვაკეთოთ. მაშინ მოსალოდნელია ის ცუდი სცენარი, რომ სწრაფად გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია საზოგადოების თვითშეგნებაზე, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს იტყვები. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე თავი უნდა შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან – სუფრებისგან, ქორწილებისგან, ქელეხებისგან. როდესაც გაიხსნება რესტორნები დავიცვათ სოციალური დისტანცირება”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად