თენგიზ შერგელაშვილი: ამ ჯგუფს ღარიბაშვილი ჩაუსვეს… კალაძისთვის მერობის არჩევნები გენერალური ბრძოლა იქნება

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ინფრასტრუქტური მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ კალაძე-კობახიძის დაჯგუფება გახარიას გადადგომას ამზადებდა, მაგრამ მისი ასეთი გადადგომა კონტექსტში არ ეწერა.

შერგელაშვილის აზრით, ამ ჯგუფს ღარიბაშვილი “ჩაუდეს” და მიიჩნევს, რომ კალაძისთვს შიდა პოზიციების თვალსაზრისით გენერალური ბრძოლა თბილისის მერის არჩევნები იქნება.

“ჩემი აზრით, კალაძე-კობახიძის დაჯგუფება ამზადებდა გახარიას მოშორებას და პრემიერის პოსტზე კონტროლის აღებას (ან თავად კობახიძე ან მათი კაცი). გახარიას გადადგომა, ასეთ კონტექსტში არ ეწერა ამ ჯგუფის სცენარში. ამ სიტუაციაში, ამ ჯგუფმა არათუ კონტროლი აიღო პრემიერის პოსტზე, არამედ ჩაუსვეს ღარიბაშვილი, რომელთანაც დიდად ვერ ძოვენ.

სამაგიეროდ, ღარიბაშვილს არ აქვს რაიმე ხელშესახები დასაყრდენი პარლამენტში, რომელსაც კალაძე-კობახიძის ჯგუფი აკონტროლებს. კალაძისთვის თბილისის მერის არჩევნები იქნება გენერალური ბრძოლა, მათ შორის შიდა პოზიციებისთვის. იქამდე ღარიბაშვილი ტექნიკური ბალასტი იქნება ამ ჯგუფის დასაბალანსებლად. ოცნებას რომ 90 ის ნაცვლად 82-83 მანდატი ჰქონდეს, გაცილებით მყიფე იქნებოდა ვითარება. აი სად იჩინა თავი მეორე ტურის ბოიკოტმა”, – წერს თენგიზ შერგელაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა გიორგი გახარიამ. “ქართულმა ოცნებამ” კი პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...