თემურ ჭყონია: არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ეკონომიკას ვირჩევთ თუ ორიენტაციას – ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა

“უნდა გავიგოთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რას ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით.. ეს არის მესიჯი ჩამოჩერნილობის და გაუნათლებლობის… ჯობია, რომ იყოთ აგრესიული, ვიდრე ჩამორჩენილი, მერწმუნეთ. ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა”.

ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა 5 -6 ივლისს “ღირსების მარშის” მოწნააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების მიერ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებულ დარბევას და მედიაზე ფიზიკურ ანგარიშისწრორებას.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ინვესტორები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციისაც კი. ამიტომ, როდესაც ინვესტორს მოვიწვევთ, უნდა ორიენტაციაც ვკითხოთ, ფული რომ გაქვს ბევრი რა ორიენტაციის ხარო. იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ფული მოგვეწონოს, ორიენტაცია -არა. ამიტომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ რას ვირჩევთ: ეკონომიკას თუ ადამიანის ორიენტაციას  საბაჟოზე უნდა დავაყენოთ ცალკეული დებენტი, რომელიც შეამოწმებს, რა ორიენტაციის ტურისტი შემოდის… უნდა გავიგოთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რას ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით. ეს არის მესიჯი ჩამოჩერნილობის და გაუნათლებლობის… ჯობია, რომ იყოთ აგრესიული, ვიდრე ჩამორჩენილი, მერწმუნეთ. ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

 

 

კომენტარები
იტვირთება...