A1 ბანერი

თემურ ნოზაძემ ლენინი დააგდო ბეჭებზე, ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია (ვიდეო)

ამ დროისთვის პარიზის გრან სლემზე გარკვეულია ფინალისტთა ვინაობა და მათ შორის ერთ-ერთი ვაჟა მარგველაშვილია. კიდევ ორი ქართველი, თემურ ნოზაძე და ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

60 კგ წონაში თემურ ნოზაძე ვაზარს აგებდა ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან შეხვედრაში, როცა შეხვედრის დამთავრებამდე 8 წამით ადრე მსაჯებმა გარიგოსის მიერ წამოწყებულ ილეთი ნოზაძის სასარგებლოდ იპონით დასრულებულად სცნეს. მეორე შეხვედრაში თემურ ნოზაძის მასპინძელთან ვინცემტ ლემართან )N64, 571 ქულა) შეხვედრის დამთავრებამდე 12 წამით ადრე ასევე იპონი დააფიქსირეს მსაჯებმა. მესამე შეხვედრა თემურს ეკვადორელ ლენინ პრეციადოსთან (N19, 2095 ქულა) ჰქონდა. თემურის ვაზარს ლენინმაც ვაზარით უპასუხა, მაგრამ მალე იპონზე დაეცა და თემურ ნოზაძე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი ნაოიშა ტაკატო (N4, 5050 ქულა) იქნება. ტაკატომ პულის ფინალში ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუა დაამარცხა ოქროს დროში. ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონელმა შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე იპონით გაიმარჯვა.

ბრინჯაოს მედლისთვის თემურ ნოზაძე ისრაელელ დანიელ ბენ დავიდს ( N61, 593 ქულა) შეხვდება

ამავე წონაში მეორე ქართველმა ჯაბა პაპინაშვილმა პირველი შეხვედრა მოუგო ფრანგ ლუკა მხეიძეს, მაგრამ მეორე შეხვედრასი ყაზახ იელდოს სმეტოვთან (N6, 3665 ქულა) ოქროს დროში ვაზარით დამარცხდა.

66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფრანგი კევინ აზემა (N82, 532 ქულა), იტალიელი მატეო მედვესი (N32, 1207 ქულა), გერმანელი სებასტია საიდლი (N29, 1581 ქულა) და ისრაელელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა და ფინალში ოქროს მედლისთვის მოლდოველ დენის ვიერუსთან იჭიდავებს (N16, 2570 ქულა)

ამ წონაში ნიკო ჭიკაიძემ პირველ შეხვედრაში იპონით დამარცხდა მონღოლ ნერგუ მუნხბაიართან (ურეიტინგო)

73 კგ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა გაერთიანებულ არაბთა საემიროების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორცოვს (N20, 1870 ქულა) ოქროს დროში მოუგო იპონით, საბერძნეთის წარმომადგენელ გეორგიოს აზოიდისს (N73, 563 ქულა) ასევე ვაზარით, ოღონდ ძირითად დროში სძლია, მაგრამ ოქროის დროის მეორე წუთის მიწურულს მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირისგან (N12, 3012 ქულა) ვაზარი გაუშვა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. აქ მან პირველი შეხვედრა სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან (N16, 2564ქულა) ვაზარით მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს (N9, 3796 ქულა) შეხვდება.

ამავე წონაში ლაშა გიუნაშვილმა ალჟირელ ფეტჰი ნურინთან შეხვედრის დასრულებამდე 38 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და დაასრულა ასპარეზობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...