თემურ ნოზაძემ ბაქოს გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

აზერბაიჯანში 57 ქვეყნის 411 ძიუდოისტი ბაქოს გრან პრიზე ასპარეზობს.

საქართველო ტურნირზე 2 ქალი და 11 კაცი ძიუდოისტითაა წარდგენილი. ასპარეზობის პირველ დღეს ტატამზე გავიდნენ ქალთა 52 კგ წონითი კატეგორიაში ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი და მარი მახარაშვილი, ხოლო კაცთა 60 კგ წონითი კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი.

მარი მახარაშვილი პორტუგალიელ იოანა რამოსთან (N19) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა – მეორე წუთის მიწურულს პორტუგალიელმა მეორე ვაზარი აუღო და იპონი დაფიქსირდა.

ტატანა ლევიცკაია-შუკვანმა პირველი შეხვედრა უნგრელ რეკა პუპს (N18) ოქროს დროის 21-ე წამზე აღებული ვაზარით მოუგო, მეორე შეხვედრაში თურქმენი გუბადამ ბაბამურატოვა (N37) მე-16 წამზე დაამარცხა იპონით, შემდეგ ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრაში ფრანგ ამანდინ ბუშარდთან (N1) დასაწყისშივე ვაზარი გაუშვა, პარტერში ჭიდაობის გაგრძელებისას ფრანგმა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და დანებება აიძულა. რეპეშაჟის ნახევარფინალი შვეიცარიელ ეველინ ჩოპთან (N9) 23-ე წამზე წაგო იპონით და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა (N35) უკრაინელ არტიომ ლესიუკს (N24) ვაზარით სძლია, შემდეგ ყაზახ ბაუირჟან ნარბაევთან (83) ვაზარს ვაზარით უპასუხა და ოქროს დროში გადასული შეხვედრაში მისი მეტოქე მე-3 შიდოს მიღების გამო დამარცხებულად ცნეს. ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრა ბრაზილიელ ფელიპე კიტიდაისთან პაპინაშვილმა დამატებითი დროის მეორე წუთის დასაწყისში გაშვებული ვაზარით დათო, შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში გასასვლელი შეხვედრაც წააგო ფრანგ ვალიდ ხიართან (N29) და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა.

თემურ ნოზაძემ (N48) პირველ შეხვედრაში ისრაელელი დანიელ ბენ დავიდი (N49) მეორე წუთის დასაწყისშივე დაამარცხა იპონით, შემდეგ ყაზახი მაგჟან შამშადინი ოქროს დროში 26-ე წამზე ასევე იპონით დაამარცხა, იაგო აბულაძესთან (რუსეთი, N44) პირველი წუთის მიწურულს აღებულ ვაზარს მეორე წუთის 26-ე წამზე მერე მიაყოლა, იპონით გაიმარჯვა და ნახავარფინალში გავიდა.

ნახევარფინალური შეხვედრა წინითი კატეგორიის ერთ-ერთ ლიდერთან მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავასთან ნოზაძემ მესამე წუთის დასრულებამდე 19 წამით ადრე იპონით მოიგო. ფინალური ორთაბრზოლა თემურ ნოზაძემ ბრაზილიელ ფელიპე კიტიდაისთან დათმო და საბოლოოდ ბაქოს გრან პრის ვერცხლის მედლის მფლობელი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...