თემურ ხუბულურმა წინასაარჩევნო შეხვედრები სოფელ ქვეშის მცხოვრებლებთან შეხვედრით დაასრულა

ქართული ოცნების” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა წინასაარჩევნო შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მცხოვრებლებთან შეხვედრით დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"ჩვენს რაიონში აღარ იქნება ინფრასტრუქტურული, სოციალური პრობლემები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება“,-აღნიშნა ხუბულურმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმითმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თითოეულ სოფელს სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება, მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად