თემურ ხუბულური ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა

წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა.

ჩვენი გუნდი შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით.

ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი",-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად