თემურ იაკობაშვილი: ახალი ადმინისტრაცია აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში დააბრუნებს, საიდანაც 12 წელი ამოვარდნილი იყო

ახალი ადმინისტრაცია აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში დააბრუნებს, საიდანაც 12 წელი ამოვარდნილი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გიორგი თარგამაძის “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

“ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში იყო სებატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის ბევრჯერ არის ნამყოფი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მისთვის პოლიტიკა მისი სამარკო ნიშანია და ეს არ არის ადამიანი, რომელმაც ახლა უნდა ისწავლოს საგარეო პოლიტიკა. ეს არ არის ბუში, რომელმაც თვალებში ჩახედა პუტინს, რაღაცა სული იპოვა. ეს არ არის ობამა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა გადაწყვიტა. ეს არ არის ტრამპი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რუსეთთან მისი ჩარევა არჩარევის გამოძიება და ა. შ.

ეს არის გამოცდილი გუნდი და ამაში მხოლოდ ბაიდენს კი არ ვგულისხმობ, არამედ ტონი ბლინკენს და ჩამოდის ქვემოთ. ეს არის ადმინისტრაცია, რომელსაც ამერიკას დააბრუნებს საგარეო პოლიტიკაში, საიდანაც ბოლო 12 წელი ამოვარდნილი იყო, ანუ ისეთი აქტიური არ იყო, როგორც მანამდე”, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად