თემურ გოცირიძე: “მთავარი არხისგან” მოვითხოვ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ჩემს მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისათვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ გოცირიძე ტვ “მთავარი არხისგან” ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის და გავრცელებისთვის საჯარო ბოდიში მოხდას მოითხოვს.

ამის შესახებ თემურ გოცირიძემ პარლამენტისდ რიგგარეშე სხდომაზე საგანგებოდ განაცხადა და განმარტა, რომ 27 ივნისს “მთავარი არხის” ეთერში გავიდა ცილისმწამებლური სიუჟეტი “ქართული ოცნების” დეპუტატებზე, სადაც პირადად მასზე ნათქვამი იყო, რომ პარლამენტში ყოფნის დროს დიდძალი ქონება დააგროვა.

“მთავარი არხის” ეთერში გავიდა ცილისმწამებლური სიუჟეტი “ქართული ოცნების” დეპუტატებზე, სადაც პირადად ჩემზე ნათქვამი იყოს, რომ თითქოს, პარლამენტში ყოფნისას დიდი ოდენობით უძრავი ქონება დავაგროვე. ასევე, თითქოს, ჯეროვნად არ ვმონაწილეობ საპარლამენტო მუშაობაში. მინდა, ამ გადაცემის ავტორებს და საზოგადოებას განვუმარტო, რომ რაც პარლამენტში ვიმყოფები 6 თვეც არ არის გასული და ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი უძრავი ქონება არ შემიძენია. არც ბოლო პერიოდში და არც არასდროს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. რაც შეეხება ჩემს საპარლამენტო საქმიანობას, ვარ ორი კომიტეტის წევრი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული, როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო მუშაობაში. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პასკვილი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციას და ლახავს  ჩემი პიროვნების პატივს და ღირსებას. “მთავარი არხისგან” მოვითხოვ, ეყოთ ღირსება და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ჩემს მიმართ ცილისმწამლებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისათვის”, -განაცხადა თემურ გოცირიძემ.

შეგახსნებეთ: თემურ გოცირიძე “ქართული ოცნების” პარტიული სიით ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მას შემედეგ გახდა, რაც ამ უკანასკნელმა შარშან, ოქტომბრის თვეში დეპუტატის მანდატი საკუტარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად