თემურ გიორგაძე ნანგრევებში მყოფ ბავშვებზე: 8 საათის მერე ხმა რომ ისმის, ეს დიდი ალბათობით დადებითი ნიშანია

8 საათის მერე ხმა რომ ისმის, ეს დიდი ალბათობით დადებითი ნიშანია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ “ტვ პირველის” ეთერში ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ ბავშვებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც უიმედო ვითარება ყოფილა, მაგრამ ყველაფერი უმსხვერპლოდა დამთავრებულა.

“8 საათის განმავლობაში რომ ხმა ისმის და იქიდან პასუხს გაძლევს ეს დიდი ალბათობით დადებითი ნიშანია იმის, რომ არ უნდა ჰქონდეს ძლიერი ტრავმები. ამის იმედსაც იძლევა და ამ ყველაფერს რომ უძლებს, ეს ნიშნავს, რომ ისეთ არეალშია მოხვედრილი, რომ ამის საშუალება აქვს მას. იმიტომ, რომ 8 საათის განმავლობაში ნანგრევებში ყოფნისას ადამიანი ან შოკირებულ მდგომარეობაში ხდება ან ტრავმები თუ აქვს, 8 საათის მერე ხმის ამოღება ნაკლებად შეუძლია. ამიტომ, ეს კარგი მაჩვენებელია”, – თქვა თემურ გიორგაძემ.

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“მაგალითად მიშენების გამო თბილისში 16 სართულიანი შენობა ჩამოინგრა და არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ასეთი შემთხვევები ყოფილა, მათ შორის იმ დროს, იმედიც რომ გადაწურული ყოფილა. ასე, რომ იმედი ახლაც არის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება”, – აღნიშნა თემურ გიორგაძემ.

კომენტარები
იტვირთება...