თემურ აბაზოვი: თუ ივანიშვილი მეხმარებოდა, მაშინ პირველმა “იმედმა” რატომ გააკეთა ე. წ. სიუჟეტი?!

თუ ივანიშვილი მეხმარებოდა, მაშინ პირველმა “იმედმა” რატომ გააკეთა ე. წ. სიუჟეტი?! – ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომელსაც ბრალი ედებოდა მოქალაქის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და ის მარნეულის სასამართლომ გაამართლა.

“თუ მთელი სტრუქტურები იყვნენ ჩართულები და პირადად ბიძინა ივანიშვილიც მეხმარებოდა იმაში, რომ გავემართლებინე სასამართლოს, მაშინ გაიხსენეთ, რომელი არხი იყო პირველი, რომელმაც ე. წ. სიუჟეტი გააკეთა? ეს იყო “იმედი”. რატომ იყო მაშინ “იმედი” ჩემს წინააღმდეგ, თუ ივანიშვილის ჩართულობა იყო?!” – განაცხადა თემურ აბაზოვმა კითხვაზე, რომ ის წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო და როგორ დააჯერებს საზოგადოებას, რომ სხვადასხვა სტრუქტურები არ იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და პირადად ბიძინა ივანიშვილიც არ ეხმარებოდა მას.

შეგახსენებთ, ამ ფაქტზე პროკურატურამ მარნეულის ყოფილი მერი დააკავა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარნეულის მერმა მოქალაქე აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. მარნეულის საქალაქო სასამართლომ კი თემურ აბაზოვი უდანაშაულოდ სცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად