თემურ აბაზოვი: ელჩინ ალახვერდიევი განაწყენებული იყო ჩემზე, ისარგებლა და შური იძია

შემთხვევა რესტორანთან მოხდა, სანამ ის მოვიდოდა მანამ ვიყავი რესტორანში, – მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომელსაც ბრალი ედებოდა მოქალაქის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და ის მარნეულის სასამართლომ გაამართლა.

“ჩემთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა იქ ვინ იმყოფებოდა, ვინ გააკეთებინა, ან საერთოდ გააკეთებინეს თუ არა და ის სითხე რა სითხე იყო. მე ამაში ჩარეული არ ვარ, საქმის კურსში არ ვარ და მე იქ არ ვიმყოფებოდი. 130-მდე მოწმე იყო დაკითხული და არცერთი მაგას არ აცხადებს იმის იქით რა მოხდა არ ვიცი.

როგორც მერე გავიგე ეს მოხდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იმ რესტორანში სანამ ის მოვიდოდა მე ვიმყოფებოდი. თუ ეს მოხდა იმ ტერიტორიაზე, მე იქ არ ვყოფილვარ”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

კითხვაზე, – ადასტურებთ, რომ რესტორანში იმყოფებოდით და როგორ დავიჯეროთ, რომ რესტორნის უკან არ იმყოფებოდით, სადაც ეს შემთხვევა მოხდა? – პასუხობს:

“მას უნდოდა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც გააკეთა და მე ამას არ შევხვდი. ის მოვიდა იქ, სადაც ვიმყოფებოდი მანამდე, სულ ეს არის. მე მას ვერ შევხვდებოდი, ვერ მივიღებდი ბოდიშს, ვერ მოვითმენდი და მაგიტომ არ შევხვდი. შეიძლება მის უკან ვიღაც იდგა, ან განაწყენებული იყო ჩემზე რომ ის სამსახურში არ მივიღე, ამით ისარგებლა და შური იძია”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, ამ ფაქტზე პროკურატურამ მარნეულის ყოფილი მერი დააკავა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარნეულის მერმა მოქალაქე აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. მარნეულის საქალაქო სასამართლომ კი თემურ აბაზოვი უდანაშაულოდ სცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად