თემურ აბაზოვი: არცერთი მოწმით არ დასტურდება, რომ ელჩინ ალახვერდიევს ხელით შევეხე, შევაფურთხე ან დავემუქრე

ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომელსაც ბრალი ედებოდა მოქალაქის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და ის მარნეულის სასამართლომ გაამართლა.

“ეს ადამიანი არის ის, ვინც მართლა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო თემურ აბაზოვი და აბაზოვის ოჯახი და ყველა, ვინც “41”-ს მისცა ხმა. მისთვის ვიღაცის ოჯახის შეურაცხყოფა არაფერი იქნებოდა. ის ყველა ცოლზე ძალადობდა, რომლებიც გაქცეულები იყვნენ მისგან და ბოლოს მეექვსე ცოლი, რომელიც დაშორდა ოფიციალურად დაშორდა, მისი განცხადება პოლიციაშია ცოლის გაუპატიურებაზე”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

გადაცემის წამყვანმა მას საუბარი შეაწყვეტინა და ჰკითხა, რომ ეს ამ საქმესთან რა შუაშია? – პასუხობს, რომ რა დააშავა მან ამას არ აქვს მნიშვნელობა?!

“ეს ადამიანი არის მოძალადე და მატყუარა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, შემდეგ ბოდიში მოიხადა უკან წაიღო, რადგან ცილი დასწამა მათ. მისი ბევრი ტყუილი თქვა. არცერთი  მოწმე არ ადასურებს, რომ ხელით შევეხე მას, შევაფურთხე მას და არცერთი მოწმით არ დასტურდება, რომ მას ვემუქრებოდი”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, ამ ფაქტზე პროკურატურამ მარნეულის ყოფილი მერი დააკავა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარნეულის მერმა მოქალაქე აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. მარნეულის საქალაქო სასამართლომ კი თემურ აბაზოვი უდანაშაულოდ სცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად