მამა სერაფიმე: სტიქაროსანი მას შემდეგ დავითხოვეთ, რაც გავიგეთ რომ ბაბუამისს ვირუსი დაუდგინდა

თემქაზე, ზღვის უბნის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარმა მამა სერაფიმე “მაესტროსთან” განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეიტყო, რომ სტქაროსანის ბაბუას კორონავირუსი დაუდგინდა, იგი მსახურებიდან დროებით დაითხოვა.

“კი, ვადასტურებ რომ ჩვენი სტიქაროსანის ოჯახს დაუდგინა ეს გირუსი. რამდენიმე კვირის წინ ბაბუამისი იყო ავად, როგორც გაირკვა და მე მითხრეს, მას ჰქონდა ფილტვების ანთება.
ხუთშაბათს გაუარესდა ბაბუის მდგომარეობა, გადაიყვანეს, შაბათს გავიგე რომ მას დაუდგინა ვირუსი. ამ ამბის გაგებისთანავე მე სტიქაროსანი, გიორგი დავითხოვე ტაძრიდან. შაბათ-კვირას ის უკვე აღარ მოსულა ტაძარში. მანამდე ის ჩვეულებრივად დადიოდა, თუმცა სიმპტომები არ ჰქონია”, – განაცხადა მამა სერაფიმებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად