თემქის დასახლებაში N 138 საჯარო სკოლის ახალ შენობა აშენდება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო თბილისში, თემქის დასახლებაში N 138 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.

პროექტით სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე და მასში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო.
შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისაგებლონ ღია და დახურული სპორტული აუზით.
პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა

კომენტარები
იტვირთება...