თემქაზე, ქალი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

“აიპრესის” ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა ხანძართან დაკავშირებით, ადგილზე მისული, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევიდნენ საცხოვრებელ სახლში, სადაც იპოვეს გარდაცვლილი ქალი.

ჩვენი ინფორმაციით, ქალს თავის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა, თუმცა არა ცეცლსასროლი იარაღით.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა საგნით აქვს მიღებული ეს დაზიანება, რასაც შემდგომში ექსპერტიზა დაადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...