თემო გოცაძე 80 წლის ხდება – ფოტორეპორტაჟი მხატვრის სახელოსნოდან

25 მარტს საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის 80 წლის იუბილეა. ვრცელ ინტერვიუს თემო გოცაძესთან, სადაც მკითხველი აქამდე უცნობ არაერთ ამბავს გაიგებს, “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი გვსურს შემოგთავაზოთ სულხან ნამიჭეიშვილის ფოტორეპორტაჟი მხატვრის სახელოსნოდან.

ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში.

1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო.

12 წლის მანძილზე იყო საქართველოს მხატვრის სახლის, ხოლო შემდგომი 18 წელი (1988-2005 წლებში) სურათების ეროვნული გალერეის დირექტორი.

მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმანენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები.

მხატვარი წლების მანძილზე აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელს უკავშირდება მხატვართა თაობების გაზრდა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა.

თემო გოცაძე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმისა მიხეილ თუმანიშვილის პრემიების მფლობელი.

თემო გოცაძეს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს  ცნობილ მუზეუმებსა და გელერეებში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...