თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ”ერეკლეობა” აღინიშნება

დღეს თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ''ერეკლეობა'' აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ძველი ბაღის ტერიტორიაზე თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. 

ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები , ღია სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით მიმდინარეობს კონცერტი.

საზეიმო ღონისძიებებს გალა-კონცერტი დაასრულებს, სადაც წლის საპატიო თელაველები დასახელდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...