თელავში, TBC ბანკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავში, covid-19-ის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ამჯერად “თი-ბი- სი” ბანკის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების მიერ დაწყებულია კონტაქტების მოძიება. საბანკო სექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც კაცთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს. ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს, ადგილობრივ მოსახლეობას ინტენსიურად უტარდება თერმოსკრინინგი საეჭვო მოქალაქეებს კი უტარდებათ უფასო PCR ტესტირება.

რეგიონის მასშტაბით, ჯამში კორონავირუსის 88 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად