თელავში, სოფელ ყარაჯალაში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ადგილობრივების ინფორმაციით, 16 ჰექტარი მიწა, რომელიც წლების წინ სოფელს ეკუთვნოდა კერძო პირზე ისე გახსვისდა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უთქვამს. მინდვრის არარსებობის გამო კი მოსახლეობა იძულებულია პირუტყვი სახლებში, ბოსელებში ჰყავდეს.

სოფლის მაცხოვრებლებმა საკითხის გასარკვევად ყარაჯალას რწმუნებულს მიაკითხეს და მას წინასაარჩევნო სანაპირები შეახსენეს.
“რამდეჯერ გაიყიდა. არჩევნების შემდეგ ვითომ მიწა სოფელს უკან დაუბრუნდა, თუმცა ახლა ვიგებთ , რომ 16 ჰექტარი კერძო პირის საკუთრებაშია სწორედ იმ ფართის ნაწილი, სადაც ჩვენ, მოახლეობა საძოვრებად იყენებდა. ვითხოვთ ეს ნაკვეთი მოსახლეობას უკან დაუბრუნდე. “- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყარაჯალაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...