თელავში, სოფელ ფშაველში ხანძარია

ხანძარი გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია შერეული ნარგავები, ტყის მასივის დაახლოებით 1 ჰექტარის ფართობი. 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 50-მდე მაშველი ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერების გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...