თელავში საცხოვრებელი ბინა უკვე მეორედ დაიწვა

თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა მეორედ დაიწვა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. შემთხვევის გამო საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობამ დროებით დატოვა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისათვის, ეს საცხოვრებელი ბინა დაახლოებით ორი თვის წინ, 30 ოქტომბერსაც დაიწვა. მაშინ ცეცხლი ბინის მეპატრონემ თავად გააჩინა. ვანო ზურაბიშვილის განცხადებით, სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა. ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად