თელავში, სათამაშოების მაღაზია “პანდა” იწვის

ხანძარია თელავის ბაზრის მიმდებარედ, სათამაშოების მაღაზია “პანდაში”. არსებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის პირველ სართულსა და სარდაფში განთავსებული ავეჯი და სხვადასხვა საბავშვო ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო- სამაშველი ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ერთ საათზე მეტია ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიას ნახევარ მილიონამდე ლარის ზიანი მიადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად