თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა

თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა დაესწრო.

ბრენდი Holiday Inn მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელს ,,Intercontinental Hotel Group’’ -ს ეკუთვნის და თელავში, საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კერძოდ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.

კომპანიამ ისარგებლა საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ე.წ Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსებით. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 50 ადამიანი დასაქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად