თელავში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს

თელავში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს სამ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის თეატრის მსახიობი, თემურ ხუნაშვილი.

საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეთა რიგებში არიან ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, მერიის აიპებში დასაქმებული მოხელეები.

კომენტარები
იტვირთება...