თელავში სამ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს მოეკიდა, რომელთა შორის ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გავრცელდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად