თელავში რამდენიმე ტაქსის მძღოლმა ავტომობილი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრა

თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლი კორონავირუსს საკუთარი მეთოდებით ებრძვის. მძღოლებმა ავტომობილები პოლიეთილენის ფარდით გადატიხრეს, რათა დაიცვან როგორც მგზავრების, ისე საკუთარი ჯანმრთელობა. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი მძღოლი ბესიკ პაპაშვილია.

„მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი ვარ, შესაბამისად, კორონავირუსისის გავრცელების პრევენციის მიზნით ვითვალისწინებ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს. ამიტომ მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ტაქსის მძღოლმა ეს იაფი და სწრაფი საშუალება მოვიფიქრეთ. მეორე სავარძელი გადავტიხრეთ ცელოფნის პარკებით. ასევე, ავტომობილში გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები. თითოეული მგზავრის გადაყვანის შემდეგ მანქანას სადეზინფექციო საშუალებებით ვწმენდთ,”- ამბობს პაპაშვილი.

ცნობისათვის, უკვე რამდენიმე დღეა თელავის ოთხივე შემოსასვლელში ბლოკპოსტებია განლაგებული, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად