თელავში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თელავში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, – ამის შესახებ "აიპრესის" ჟურნალისტი შემთხვევია ადგილიდან იტყობინება.

შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს ორი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. 

როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია 1 ჰექტრამდე გამხმარ ბალახს.

"ადგილზე მუშაობს 2 სახანძრო ბრიგადა", – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად