თელავში ფასადების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე ჩავარდა

თელავში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე ჩავარდა.

კერძოდ, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაციაზე ტენდერი ორჯერ არ შედგა და მესამედ გამოცხადდა. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას, ტენდერი სამჯერ ჩავარდა.

ინფორმაცია “აიპრესს” თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაუდასტურა. მერის თქმით, თავდაპირველად ტენდერის ჩავარდნის მიზეზად კომპანიებმა თანხის სიმცირე დაასახელეს, ამ ეტაპზე კი მიზეზები უცნობია.

“ტენდერი ამ ეტაპზეც ჩავარდა, არ შედგა. თავდაპირველად კომპანიებმა თანხის სიმცირე დაასახელეს მიზეზად, რის შემდეგაც მოხდა კორექტირება, თუმცა ამჯერადაც არ შედგა ტენდერი და ახლა მიზეზი უცნობია, კომპანიები ვერ ასახელებენ მიზეზებს. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ კომპანიებთან, პირადად ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი გავქვს, მალე დავიწყებთ სამუშაოებს”,- განუცხადა “აიპრესს” შოთა ნარეკლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარე ფასადის რაებილიტაცია ჩაუტარდება თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და ქეთევან წამებულის ქუჩაზე განლაგებულ კორპუსებს, თუმცა ამ უკანასკნელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად არის გაწერილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...